მეძუძურთა კვება

კითხვა: გამარჯობა, მაწუხებს საშინელი გადაღლილობის შეგრძნება , მყავს ორი პატარა ერთი ძუძუზეა , რა შეიძლება რო მივიღო ვიტამინების სახით რომ ცოტა ენერგიაზე ვიყო?
პასუხი:

მოგესალმებით,
როდესაც დედა ბავშვს ბუნებრივად კვებავს, აუცილებელია, მისი საკვები რაც შეიძლება მეტად სასარგებლო იყოს და შესაბამისად, რძეც მეტად შეერგება პატარას.
დისტანციურად ვიტამინებზე მითითებას ვერ მოგცემთ, თუმცა რეკომენდაციის სახით, გირჩევთ რამოდენიმე პროდუქტს, რაც ყველაზე სასარგებლოა მეძუძური დედებისთვის, ვინაიდან ისინი უზრუნველყოფენ სათანადო ვიტამინებითა და ენერგიით, რომელიც მას აუცილებლად სჭირდება.
● შვრია – რომელშიც ბევრი რკინაა და დედას იცავს ანემიისაგან.
● ორაგული – მასში ბევრია სასარგებლო ვიტამინი და ნივთიერება, ბევრი კალცი, ასევე ცილები, თევზის ქონი DHA-ს დიდი ოდენობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ნერვული სისტემის განსავითარებლად.
● გარგარი – მასში ბევრი უჯრედისია, ვიტამინები, კალიუმი, ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერება. მას შეუძლია პროლაქტინის დონის გაზრდა – ეს ჰორმონი რძის გამომუშავებას უწყობს ხელს.
● მწვანე სალათეული – პრასი, სალათის ფურცლები, მხალი, ბროკოლი სასარგებლოა ძუძუთი კვების დროს. მათშიც ასევე ბევრია კალციუმი და საკვები ნივთიერებები.
დამატებითი რეკომენდაციებისათვის, გირჩევთ, მიმართოთ ოჯახის ექიმს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა