კითხვა: გამარჯობა . ვარ 18 წლის , ხერხემალზე მაქვს პრობლემები , ზუსტი დიაგნოზი არ ვიცი , ვმკურნალობდი ოსტეოპატთან თუმცა შედეგი არ მქონდა . ორი დღეა გაუჩერებლად მტკივა წელის მიდამო , გამაყუჩებელი არ მშველის . ვაპირებ ამ კლინიკაში მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის გადაღებას , მაგრამ მსურს ერთი მოსაზრება გადავამოწმო . ექიმმა მითხრა რომ მენსტრუაციის დამთავრებიდან ერთი კვირა უნდა გავიდეს რომ შევძლო გადაღება . მაინტერესებს რამდენად შეესაბამება ეს ფაქტი სიმართლეს. გმადლობთ
პასუხი:
მოგესალმებით,
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე:https://kirurgia.ge/article/15961/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias
არ არის აუცილებელი, დაელოდოთ მენსტრუალური ციკლის დასრულებას.
თუ თავად არ იგრძნობთ თავს დისკომფორტულად, თქვენთვის სასურველ დროს შეგიძლიათ, ჩაიტაროთ აღნიშნული კვლევა.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!