მოგესალმებით,
ზოგადად, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია დიაგნოსტიკური კვლევის ერთ-ერთ ყველაზე ინფორმატიული მეთოდია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე მედიცინა. ეს გახლავთ მეთოდი, რომელიც გამოიყენება რადიოლოგიაში სხეულის ანატომიური და ფიზიოლოგიური კვლევისთვის.
სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, რადგან კვლევის დროს არ ხდება ადამიანის ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების რენტგენული დასხივება და არ გამოიყენება იონიზირებული რადიაცია.
ასევე მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება დასაშვებია ორსულთათვის, სასურველია მეორე ტრიმესტრიდან.
ჩვენს კლინიკაში, ფუნქციონირებს TOSHIBA - ს ფირმის უახლესი თაობის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი VANTAGE ELAN 2015 წლის მოდელი, რომელიც თავისი შესაძლებლობებით ერთ-ერთი საუკეთესოა მის კლასში. აპარატი აღჭურვილია მძლავრი ტექნოლოგიური პაკეტებით და კვლევის უახლესი რეჟიმებით. გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხით, უსწრაფესი ვიზუალიზაციით და მინიმალური ხმაურის დონით.
დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენი კლინიკის უპრეცედენტო აქციები მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, იხილეთ ბმულზე:
https://kirurgia.ge/article/31381/uprecedento-aqciebi-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografiaze
დამატებითი ინფორმაციისათვის კი, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !