მაღალი ქოლესტერინი

კითხვა: მოგესალმებით, ვარ 35 წლის, 1 თვის წინ გავიკეთე ანალიზი ქოლესტერინზე და მაქვს 260. მაინტერესებს თუ შეიძლება ამ ციფრებზე წამლის დალევა?
პასუხი:

მოგესალმებით!
ქოლესტერინი არის ცხიმი, რომელიც ცირკულირებს სისხლში და გამოიყენება როგორც სამშენებლო კომპონენტი ორგანიზმის ყველა უჯრედისათვის (ქოლესტერინი დიდ ოდენობაში შეიძლება აღმოვაჩინოთ კუნთებში, ტვინში, ღვიძლში), და ასევე მონაწილეობს მრავალი ჰორმონის მაგალითად ტესტსოტერონის შექმნაში.
სისხლის ანალიზის შედეგი მაღალი ქოლესტერინით – არ არის პანიკის საფუძველი, საჭიროა გაშლილი ლიპიდოგრამა, რომ ვიცოდეთ რომელი ლიპოპროტეინების დონე არის მაღალი.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, ეს არაპროფესიულია.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეაფასებს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით გამოკვლევებს და ამის შემდეგ, შეგირჩევთ მკურნალობის აპრობირებულ მეთოდს.
ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრული კარდიოლოგიური გამოკვლევა 166 ლარის ნაცვლად 99 ლარად.
კვლევაში შედის:
1. ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია;
2. ექოკარდიოგრაფია;
3. ელექტროკარდიოგრაფია;
4. გლუკოზას განსაზღვრა სისხლში;
5. ლიპიდურისპექტრი;
6. კრეატინინი.
აქცია ძალაშია ყოველ შაბათს და აუცილებელია ჩაწერა.
დამატებითი ინფორმაციისათვის და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა