ლოყების შეშუპება

კითხვა: გამარჯობა..სახეზე რბილი ქსოვილების შეშუპება რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული და რომელი პროფილის ექიმს შეიძლება მივმართოთ? მხედველობაში მაქვს ლოყების შეშუპება. სისხლის ანალიზებში ცვლილება არ არის ...
პასუხი:

ლოყების შეშუპება შესაძლოა ალერგიული ხასიათისა იყოს. მაგალითად, ანგიონევროზული, შეშუპება ტრიქინელოზის დროს.
ალერგიულ შეშუპებას ზოგადად თან ახლავს ქავილიც.
მედიკამენტური, კვებითი თუ სხვა ტიპის ალერგენებით გამოწვეული შეშუპება ერთბაშად და სწრაფად ვითარდება და ასიმეტრიულად არის შეშუპებული, ქსოვილი მკვრივი და ელასტიურია, კანის ფერი შესაძლოა არ შეიცვალოს.
შეშუპება ვითარდება პარაზიტული დაავადების - ტრიქინელოზის დროსაც. შეშუპებასთან ერთად ყურადღებას იპყრობს კუნთების ტკივილი, ცხელება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჩივილები.
სახისა და ლოყების შეშუპება შეიძლება გამოიწვიოს ასევე ენდოკრინოლოგიურმა პათოლოგიებმა.
მნიშვნელოვანია,რომ დაზუსტდეს შეშუპების აღწერილობა,შესაბამისად მნიშვნელოვანია თქვენი შეფასება გარეგანი დამკვირვებლის მიერ ,ვინაიდან შესაძლოა თქვენ ვერ ამჩნევდეთ იმავდროული შეშუპებების არსებობას სხეულის სხვა უბნებში.რაც შეეხება ზოგადად შეშუპებებს ,მათ ზემოთაღწერილი მიზეზების გარდა ,ემატება კარდიოლოგიური ,ნეფროლოგიური და სხვ. მიზეზები .
დისტანციურად ზუსტი მიზეზის დიაგნოსტირება რთულია, ამიტომ მობრძანდით ჩვენს კლინიკაში კონსულტაციაზე ექიმ –ნეფროლოგთან , საბოლოო დიაგნოზის დასმისათვის აუცილებელი იქნება ექიმ-სპეციალისტის მიერ დანიშნული შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა