მოგესალმებით,
ლიპომა (ცხიმგროვა) კანქვეშ ვითარდება, თუმცა ზოგჯერ უფრო ღრმადაც ჩადის. უმეტესად მას ტკივილი არ ახასიათებს, თუ ის ცოტა ღრმად (ბეჭებს შორის, ზურგზე, წელისა და საზარდულის არეში) ან ნერვთან ახლოს არ მდებარეობს.
ლიპომა ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობის შედეგად წარმოიშობა და მისი გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ის, ძირითადად, ცხიმების ცვლის რეგულირების მოშლასთანაა დაკავშირებული.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ქირურგთან, უფასო კონსულტაციის ფარგლებში, ყოველ ხუთშაბათს და შაბათს, შეაფასებს სპეციალისტი თქვენს მდგომარეობას და გაგცემთ ამომწურავ პასუხს ნებისმიერ შეკითხვაზე.
რაც შეეხება კისრის ტკივილს, ვფიქრობთ ლიპომასთან კავშირი არ აქვს და შესაძლოა, მიზეზი ხერხემლის, კერძოდ კი, კისრის სეგმენტის პათოლოგია იყოს.
ამ შემთხვევაში უმჯობესია, რომ მდგომარეობა შეაფასოს ნევროლოგმა. საჭიროების შემთხვევაში კი, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ თავის ტვინისა და კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა, რამდენიმე თვეა დამეწყო კისრის ტკივილი, მძიმეს ავწევ თუ არა მეორე დღეს თავს ვეღარ ვერევი ტკივილებისგან, ძალუან გაუსაძლისი ტკივილები მაქვს.ცუდ ამიბდებშიც მეწყება ძლიერი ტკივილები. თავზე მაქვს ცხიმ დაგროვება დიდი იმ მხარეს მტკივა კისერიც ადრე არასოდეს მტკივებია ცხიმ დაგროვება ახლა თითქოს კისრის ტკივილის დროს მწიწკნის ისეთ ნაირად თითმის დარწმუნებული ვარ შიგნით ჩირქია. რა შეიძლება იყოს ან რომელ სპეციალისტს მივმართო გთხოვთ დამაკვალიანოთ.
პასუხი: