მოგესალმებით,
ლიმფადენოპათიაში იგულისხმება ლიმფური კვანძები, რომელთა ზომა, კონსისტენცია ან რაოდენობა არ არის ნორმაში. ლიმფადენოპათია შესაძლოა იყოს ლოკალური, რეგიონული ან გენერალიზებული.
ექიმმა ყურადღება უნდა მიაქციოს ლიმფური კვანძების ზომას, მდებარეობას, კონსისტენციას და რაოდენობას, ასევე პაციენტის ასაკსა და სიმპტომებს. ლიმფადენოპათია შესაძლოა განპირობებული იყოს ავთვისებიანი მდგომარეობით, ჰიპერსენსიტიურობით, ინფექციით, სისხლძარღვების კოლაგენური დაავადებით, ატიპური ლიმფოპროლიფერაციული დაავადებებით, გრანულომატოზური დაავადებებით და სხვა მიზეზებით.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში პულმონოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს მდგომარეობას და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: კტ კვლევით აღინიშნება ორმხრივ ჰილუსური და შუასაყრის ლიმფადენოპათია. რას ნიშნავს ეს დასკვნა და ვის უნდა მივმართო, რას გვირჩევთ
პასუხი: