ლაზერული ეპილაცია - რჩევები

კითხვა: გამარჯობა,ალექსანდრიტის ლაზერით, ლაზერული ეპილაციის გაკეთების შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება,მზისგან დამცავი კრემის გარეშე მზეზე გასვლა. მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ლაზერული ეპილაციის შემდგომ თქვენი კანი ხდება მეტად მგრძნობიარე, შესაბამისად უნდა მოერიდოთ შემდეგს:

  • ცხელი აბაზანის მიღებას, საუნაში და საცურაო აუზზე ვიზიტს, ვარჯიშს 24-48 საათის განმავლობაში;
  • სოლარიუმში გარუჯვას 24-48 საათის განმავლობაში.

სხვა შემთხვევაში, მზისგან დამცავი კრემის გარეშე მზეზე გასვლა შეგიძლიათ – პროცედურიდან 3-4 დღეში.
მთავარია კანზე ჰიპერემია (სიწითლე) არ აღინიშნებოდეს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა