ლანუგო

კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს წლისდა ოთხი თვის ბავშს აქ თმიანობა და რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული ასეთ პატარა ასაკში და ვის მივმართო
პასუხი:

მოგესალმებით,
თმები ახალშობილის ტანზე სრულიად ნორმალური მოვლენაა. ჯერ კიდევ საშვილოსნოში ყოფნის დროს, მე-12-13 კვირისთვის ნაყოფის კანი ეგრეთ წოდებული ემბრიონული ხშირი ღინღლით იფარება.
როგორც წესი, დაბადების მომენტისთვის ემბრიონული თმის საფარი პრაქტიკულად სრულიად ცვივა, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, როცა ახალშობილის ტანზე თმიანი საფარი ნარჩუნდება.
ახალშობილის ჭარბთმიანობის ( ლანუგო) ერთ-ერთი მიზეზია დღენაკლულობა. როცა ბავშვი იბადება დროზე ადრე, ლანუგო ვერ ასწრებს სრულყოფილად გაცვენას და პატარა თმიანი საფარველით იბადება.
შესაძლოა ლანუგოს მიზეზი იყოს მემკვიდრეობითობა, ანუ გენეტიკური ფაქტორი.
ჭარბთმიანობის მიზეზი შეიძლება იყოს ახალშობილის თმის საფარის განვითარების ანომალია, თუმცა. მისი წარმოშობის მიზეზი უნდა განსაზღვროს მხოლოდ ექიმმა, ახალშობილის სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად.
გირჩევთ, მიმართოთ პედიატრს პოლიკლინიკაში ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა