მოგესალმებით!
ანტიბიოტიკებით მკურნალობა, დანიშნული უნდა იყოს აუცილებლად მკურნალი ექიმის მიერ, რადგან ძირითადად იწვევს ანტისხეულების წარმოქმნის დაქვეითებას, ასეთ დროს ინფექციურ პროცესს თან ახლავს სუსტი იმუნური პასუხი, რომელსაც არ შეუძლია ინფექციის მოქმედების დამოუკიდებლად განეიტრალება.
რაც შეეხება კვებას,თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ ბავშვები ზუსტად იმდენს ჭამენ რამდენიც მათ ორგანიზმს ესაჭიროება და ძალდატანება არაა სასურველი, ამით შესძლოა გამოიწვიოთ ფსიქოლოგიური ტრავმა.
ეცადეთ მისი კვების პროცესი ხალისიანი გახადოთ, მოერიდეთ კონფლიქტს, ეცადეთ კვება სასიამოვნო პროცესი იყოს.
დააკვირდით, იქნებ რომელიმე საკვებზე აქვს პრეტენზია და არა უშუალოდ კოვზზე.
არ არის სწორი მიდგომა, როგორც თქვენ აღნიშნეთ „დამშევა“, ეცადეთ მეტად ლოიალური იყოთ, მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, ზუსტად იცის რა უნდა.
მოგცემთ რამოდენიმე რეკომენდაციას:
● დაიცავით კვების რეჟიმი. შუალედებში ნუ მისცემთ ბავშვს ტკბილეულს;
● შეეცადეთ საჭმელი მადის აღმძვრელად გამოიყურებოდეს;
● ბავშვებს არ უყვართ სადილობა ზაფხულის ცხელ დღეებში, ამიტომ შესთავაზეთ რაიმე უფრო მსუბუქი;
● ასეირნეთ ბავშვი ხშირად, ეს ხელს შეუწყობს ენერგიის ხარჯვას , რაც მადას მოუმატებს;
● ასწავლეთ ნელ–ნელა, კოვზის დაჭერა, მიეცით უფლება აირჩიოს რომელი კოვზიც მოსწონს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად, გირჩევთ მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯპბა! ექიმო მაინტერესებს ანტიბიოტიკიების ხშირი მიღება ბავშვისთვის იმუნიტეტს აქვეითებს? კუჭ–ნაწლავის პრობლემას ქრონიკულში ზრდის ხოლმე? ბავშვი 5 თვის შემდეგ უკოვზოთ ჭამდა.ზოგჯერ იშვიათად ბოთლით ჭამდა მხოლოდ დამატებით საკვებს, მაგრამ მალევე ეჩვეოდა ისევ კოვზს.2 თვის წინ წავიყვანე მაღალ ჰაერზე აჭარის სოფელში ასვლიდან 5 დღეში ჭამასაც მოუკლო და მას მერე კოვზის დანახვა არ უნდა.რომ ჩამოვედით მხოლოდ ბოთლით ვაჭმევდი ყველაფერს დაბლენდერებულს ფაფებსაც...მერე უცებ გლანდები დაუჩირქდა სერიოზული ავადმყოფობა გადაიტანა და ახლაც დანახვა არ უნდა კოვზის და ბოთლით ჭამს უკვე 11 თვინახევრისაა ძალიან მეშინია რომ ასე გასტან კიდევ დიდ ხანს.იქნებ მირჩიოთ რამე..ვცადე კარგად მოვაშიე ფერადი თეფშები შევთავაზე.მაგრამ ამაოდ.
პასუხი: