მოგესალმებით,
კვანძოვანი ჩიყვი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას მსოფლიოში. ეს სერიოზული დაავადებაა, რადგან კვანძის ქსოვილი არ ემორჩილება ორგანიზმის რეგულაციურ გავლენას. ფარისებრი ჯირკვლის კვანძად მიიჩნევა ჯირკვლის შემოსაზღვრული უბნის მოცულობითი ცვლილება, რომელიც აგებულებით ჯანმრთელი ქსოვილისგან განსხვავდება. კვანძოვანი ჩიყვი შედარებით ხშირია ქალებთან, ხანდაზმულებსა და იმ რეგიონების მაცხოვრებლებთან, სადაც ნაკლებია იოდი. კვანძოვანი თუ მრავალკვანძოვანი ჩიყვის ექოსკოპიურ დადასტურებას დამოუკიდებელი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა არ გააჩნია, ის მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის აღწერილობას გვაძლევს.
კვანძოვან ჩიყვს მრავალფეროვანი კლინიკური სურათი არ ახასიათებს. ერთადერთი, იოდის დეფიციტის დროს შეიძლება ჩამოყალიბდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ავტონომია, რაც თირეოტოქსიკოზის განვითარებამდე მიგვიყვანს.
დისტანციურად პრეპარატების დანიშვნა–განსაზღვრა ჩვენი მხრიდან კატეგორიულად დაუშვებელია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება თქვენი მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში დაგენიშნებათ დამატებით ლაბორატორიული კვლევები და ექიმი–ენდოკრინოლოგი განსაზღვრავს მკურნალობის ტაქტიკას.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მაქვს კვანძოვანი ჩიყვი, საერთო მოცულობა იყო 26,7 მლ. ტეესაშის მაჩვენებელი იყო 0.78მლ. ვღებულობდი ელთიროქსინს ერთ დღეს 25 მლ მეორე დღეს 50 მლ . ეხლა მაქვს ტეესაშის მაჩვენებელი 0,12 რადოზით უნდა მივიღო წამალი ? ვეღარ ვხვდები და გთხოვთ უყურადღებოდ არდატოვოთ ეს წერილი. მადლობა წინასწარ.
პასუხი: