მოგესალმებით!
კუჭის წყლულის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი მუცლის ცენტრში მწველი ან მღრღნელი ტკივილია.
თუმცა, კუჭის წყლულების დროს ყოველთვის არ ვლინდება ტკივილი და ზოგიერთი ადამიანი შეიძლება სხვა სიმპტომებს უჩიოდეს, როგორებიცაა მოუნელებლობა (დისპეპსია), გულძმარვა და გულისრევის შეგრძნება.
კუჭის წყლული ჩნდება, როდესაც ზიანდება კუჭის ფენა, რომელიც იცავს ამომფენ გარსს, რომ არ მოხდეს მისი დაზიანება და დაშლა კუჭის სიმჟავის ზემოქმედებით. შედეგად კი კუჭის სიმჟავე იწყებს ამ ამომფენი გარსის დაშლას.
ამას ძირითადად იწვევს:
● ჰელიკობაქტერ პილორი (H. pylori) ბაქტერია;
● ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების განსაკუთრებით კი მაშინ თუ ეს წამლები ხანძლივად და დიდი დოზებით მიიღება.
ჰელოკობაქტერისათან ასოცირებული გასტროენტეროლოგიური დაავადება საჭიროებს ანტიბიოტიკებით ერადიკაციულ თერაპიას - „test and treat strategy“ (გამოვავლინოთ და მოვსპოთ).
2 ათეული წელია Helicobacter pylori-ს ერადიკაციულმა თერაპიამ მნიშვნელოვნად შეამცირა HP ასოცირებული წყლულების რეციდივები და გართულებები.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგ ეკა ზალიკიანთან, რომელიც ვიზიტისას შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ გამოკვლევები და ამის შემდგომ დაგენიშნებათ აპრობირებული და გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მაქვს წყლული თორმეტგოჯაზე. ოპერაციის გარეშე თუ არის შესაძლებელი განკურნება, თუ ექვემდებარება მკურნალობას? სად არის საქართველოში ყველაზე კარგი სპეციალისტი ვინც შედეგიანად მიმკურნალებს
პასუხი: