კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი კუჭის მოცულობის შემცირება კუჭის ნაწილის მოჭრის გარეშე,რა მეთოდი შეიძლება იყოს. მადლობა წინასწარ.
პასუხი:
მოგესალმებით,
ალტერნატიული მეთოდებია კუჭის ბალონირება ან ბანდაჟირება, თუმცა მათი ეფექტურობა და შემდგომი პერსპექტივა გაცილებით ჩამორჩება ვერტიკალური რეზექციის მეთოდის შესაძლებლობებს.
უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა უშუალო კონსულტაცია ქირურგთან.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ქირურგის უფასო კონსულტაციაზე, ბატონ გიგო ფიჩხაიასთან , რომელიც ვიზიტისას შეაფასებს თქვენს მდგომარებას და საჭიროების შემთხვევაში გაგცემთ ამომწურავ პასუხს ოპერაციასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.
უფასო ვიზიტისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !