მოგესალმებით! თქვენი ანამნეზიდან გამომდინარე, ტკივილი და ტკივილის გამო გაძნელებული ჩაჯდომა-ადგომა სავარაუდოდ მიუთითებს დუგლასის ფოსოში მიმდინარე ანთებით პროცესზე. წერთ, რომ გაქვთ 2 დღით დაგვიანება ციკლის ,ეს შესაძლოა იყოს ორსულობა (ტკივილი საშვილოსნოს გარე ორსულობასაც ახასიათებს ) , ციკლის გადაცდენა ასევე შეიძლება საკვერცხეების ანთებით პროცესზე მიუთითებდეს .ჩვენი რჩევა იქნება , გაიაროთ კონსულტაცია თქვენს გინეკოლოგთან, ჩაიტაროთ საშვილოსნოს და საკვერცხეების ულტრასონოგრაფიული კვლევა . შეგიძლიათ , მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და მოისმინოთ ალტერნატიული აზრი ჩვენი კლინიკის გინეკოლოგისგან . გვაქვს უფასო კონსულტაციის დღეები კვირაში 2 დღე (ხუთშაბათი და შაბათი) . დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დარეკეთ 577 119 119 ან 202 25 25 . გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: უკვე ერთი კვირაა საშინლად მტკივა საკვერცხეები ძლივს ვჯდები და ვდგები, 2დღით გადამიცდა ციკლი, რა შეიძლება იყოს ტკივილის მიზეზი?
პასუხი: