მოგესალმებით!
ნებისმიერი სახსრის ართროზის ძირითადი თანდაყოლილი მიზეზია დისპლაზია. მომდევნო პრობლემაა სხეულის ღერძის არათანაბარი განვითარება, რაც ზრდის სახსრებში მიკროტრავმების წარმოშობის ალბათობას. ჩვენს ვერტიკალურ ღერძს ხშირად აზიანებს ბრტყელი ტერფი და ჰიპერმობილობის სინდრომი, როდესაც გრძელი იოგოვანი აპარატის წყალობით ტერფის განივი და სიგრძივი თაღები ან მეტისმეტად მცირეა, ან სრულიად არ არსებობს.
გარდა სახსრის მიკრო და მაკროტრავმებისა, ართროზის მიზეზად შესაძლოა იქცეს:
ანთებითი რევმატული დაავადება – აუტოიმუნური თუ რეაქტიული,
სპეციფიური (ტუბერკულოზური) თუ სეპტიური ართრიტი და სხვა;
ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადება – ოქრონოზი, პოდაგრა.
უნდა მოერიდოთ სახსრის დატვირთვას, ერთი სახსრის დაზიანება იმას ნიშნავს, რომ მეორის დაზიანებაც მოსალოდნელია.
თუ კურსის დასრულების შემდეგ, შედეგი სრულყოფილი არაა, ამის შესახებ საქმის კურსში უნდა ჩააყენოთ თქვენი მკურნალი ექიმი, რომელიც შეცვლის ან მოგცემთ შესაამის მითითებას მკურნალობის მიმდინარეობაში.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მტკიოდა ტერფი. 2 კვირის წინ გადამიღეს რედგენიც და ეხოსკოპიაც. დამიდგინდა მარჯვენა კოჭ-სახსრის ართროზი ტკივილის სინდრომით. მკურნალობის კურსი დავამთავრე, მაგრამ ტკივილი სრულად არ გამქრალა. მაინც მიჭირს თავისუფლად სიარული. როგორ მოვიქცე?
პასუხი: