კისრის ოსტეოქონდროზი

კითხვა: გამარჯობათ ვარ 27 წლის აგერ უკვე 4 თვეა მაწუხებს თავბრუს ხვევა,თითქოს მხრდველობაც დაბინდული ვარ ვიყავი ექიმთან,გავიკთე რენდგენი და მითხრეს კისრის მალების ოსტეოქონდროზი.ვიმკურნალე მაგრამ შედეგი არაფერი მეშინია სხვა რამ არ იყოს.წნევების არასტაბილური მაქვს.რას მირჩევთ როგორ მოვიქცე ორი შვილი მყავს და ზოგჯერ თავი არ მაქვს რამის რო მათ მივხედო.ტკივილით არაფერი არ მ ტკივა უბრალოდ თავი მაქ დაჭიმული..მირჩიეთ რამე...გმადლობთ წინასწარ...
პასუხი:

მოგესალმებით, ქალბატონო ლელა! ოსტეოქონდროზი ხერხემლის დისტროფიული დაავადებაა. ყველაზე ადრე მალათაშუა დისკები ზიანდება და დეფორმირდება. ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულების ბრალია. კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს. ოსტეოქონდროზისაგან განკურნების საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა მიზანმიმართული სამკურნალო ღონისძიებების კომპლექსი საკმაოდ შედეგიანია. გირჩევთ მიმართოთ ვერტებროლოგს, რომელიც დაგეხმარებათ მკურნალობის დაგეგმვაში. კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაცია პარასკევს. აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა