კისრის ოსტეოქონდროზი

კითხვა: გამარჯობათ. ვგრძნობ საშინელ ტკივილს კისრის ,გულმკერდჯს არეში და მარცხენა მკლავში,მაქვს თავის ტკივილებიც..სულ მეძინება თავს ვგრძნობ ძალიან დაღლილად.
პასუხი:

ქალბატონო რუსიკო, თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ,ვვარაუდობთ ,რომ საქმე ეხება ოსტეოქონდროზს.
ოსტეოქონდროზი ხერხემლის დაავადებაა, რომლის დროსაც აღინიშნება მალებისა და იოგების დეფორმაცია, მათზე წანაზარდების (კალციფინატების) წარმოქმნა, მალთაშუა სივრცის შევიწროვება. ყველაზე ადრე მალთაშუა დისკები ზიანდება, დეფორმირდება და აშრევდება. ეს ყველაფერი უმეტესად კუნთთა ტონუსის შესუსტების ფონზე მიმდინარეობს. ხერხემლის ოსტეოქონდროზი დღეს დედამიწის მოსახლეობის 80%-ს აწუხებს. ქალებს ეს დაავადება უფრო ხშირად ემართებათ.
ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულების ბრალია. ჯერ ერთი, კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალასა და სახის ქსოვილებს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.
კისრის ოსტეოქონდროზის დროს თავს იჩენს უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც მხარს, წინამხარსა და თითებს გადაეცემა. ამ მიდამოში ჩნდება ჩხვლეტის შეგრძნება, ზოგჯერ იმატებს ან მცირდება მგრძნობელობა, რის გამოც ადამიანს ღამით გაღვიძება და ხელის კუნთების დაზელა უხდება. ზოგჯერ ტკივილი მწვავეა და თან სდევს დენის დარტყმის შეგრძნება. არცთუ იშვიათად, ტკივილს ხელის მინიმალური დატვირთვაც აძლიერებს. ირღვევა თავის ტვინის ნათხემის, ღეროსა და კეფის ნაწილების სისხლის მიმოქცევა. მუდმივი სიმპტომია თავის ტკივილი. ის, ჩვეულებრივ, კეფის არეში აღმოცენდება და თხემ-საფეთქლის მიდამოს გადაეცემა. ტკივილი ძლიერდება კისრის მოძრაობისას, უმეტესად - დილაობით, ან ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის (მაგალითად, ტელევიზორის ყურების) შემდეგ. ეს მოვლენები შეიძლება იყოს ცალმხრივიც და ორმხრივად სიმეტრიულიც.ზოგჯერ ტკივილის შეგრძნება გულის არეშიც აღმოცენდება და შეიძლება იყოს ხანგრძლივი, მბურღავი ან სტენოკარდიას წააგავდეს. დიფერენცირებისთვის გამოგადგებათ იმის ცოდნა, რომ ოსტეოქონდროზით გამოწვეული ტკივილი ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ არ გაივლის.
ჩვენი რჩევა იქნება მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მიმდინარეობს აქცია „ნეიროქირურგისა და ნევროლოგის უფასო კონსულტაციის დღე“, ყოველ პარასკევს.
საჭიროების შემთხვევაში , ნეიროქირურგი დაგინიშნავთ მთლიანი ხერხემლის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის გამოკვლევას ,რომელიც ასევე ტარდება აქციის ფარგლებში დაბალ ფასად .
დამატებითი ინფორმაციისათვის და წინასწარი ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა