ხველება

კითხვა: ალერგიასავით დამრჩა ხველა ყელში რაღაცა მახრჩობს წარამარა მაქოშინებს მინდა წესიერი გამოკვლევა. სად და როგორ მოვიქცე
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას. სასუნთქ გზებში უხვად არის ნერვული დაბოლოებები, რომლებიც უცხო, თუნდაც მიკროსკოპული ზომის საგნის, ასევე ნახველისა და ნებისმიერი სხვა ნივთიერების ზემოქმედებით ღიზიანდება და ხველის რეფლექსს იწვევს.
ლაბილური ნერვული სისტემის პატრონებისთვის ძლიერი შიში ან სხვა სახის მოულოდნელი ნერვული ბიძგი, ასევე ყვირილის დროს სახმო იოგების ძლიერ დაჭიმვა და ერთმანეთთან მიახლოვება, შესაძლოა აღიზიანებდეს ერთმანეთს, რაც საკმარისია ხველის გამოწვევისათვის.
ასევე, საფიქრებელია რესპირატორული ალერგია, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ჰაერში არსებული ძალზედ მცირე ზომის ალერგენებით – აეროალერგენებით (მცენარეთა მტვერი, ცხოველთა ბეწვისა და ქერტლის ნაწილაკები, ობის სოკოს სპორები) .
აეროალერგენების კონტაქტი ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანთან იწვევს ცემინებას, ცხვირში ქავილს, თხიერ გამონადენს ცხვირიდან, ხველებას, ფილტვებში ხიხინსა და მოხრჩობის გრძნობას. აეროალერგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული კონიუქტივიტი, რასაც თან ახლავს თვალების ქავილი და ცრემლდენა;
გარდა ამისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს პოლინოზზე (ალერგია ყვავილებზე), იმ შემთხვევაში თუ სახლის პირობებში ახარებთ და უვლით მცენარეებს.
ხველის გამომწვევი დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირება და ადეკვატური მკურნალობის შერჩევა ამ პრობლემის წარმატებული მართვის საფუძველია.
მობრძანდით, ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, სპეციალისტი გაგსინჯავთ, დაათვალიერებს სასუნთქ სისტემას, როგორც ინსტრუმენტულად, ისე ვიზუალურად, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით კვლევებს, ხოლო თუ გამოირიცხება ყელ–ყურ–ცხვირის პრობლემები, გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა