მოგესალმებით,
მსგავსი შეკითხვით ხშირად მოგვმართავენ ჩვენი პაციენტები. როგორც სხვა დროს, ამჟამადაც უნდა გიპასუხოთ, რომ ყურებში ხმაური მრავალ მიზეზთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგალითად:
- ყურის ანთება;
- გოგირდოვანი საცობი;
- უცხო სხეული სასმენ მილში;
- სასმენი ნერვის დაზიანება;
- ასაკობრივი ცვლილებები;
- გარდა ამისა, ყურებში ხმაურის გამომწვევი შესაძლოა იყოს:
- თავის ტრავმა;
- თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;
- კისრის მალების ოსტეოქონდროზი;
- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
- არტერიული ჰიპერტენზია;
- ათეროსკლეროზი;
- გულის უკმარისობა;
- ზოგიერთი მედიკამენტი;
- ოსტეოქონდროზი;
- სტრესი;
- ნევროზი და ა.შ.
მკურნალობა, გამომწვევ ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ მის დაწყებამდე ხმაურის მიზეზი უნდა გაირკვეს, რაც დისტანციურად შეუძლებელია. გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს, ხოლო ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან კონსულტაციაზე. ექიმი შეკრებს ანამნეზს და თუ თქვენი სიმპტომატიკა არ იქნება ნევროზიდან გამომდინარე, შესაძლებელია კონსულტაციისას გადაგამისამართოთ სხვა სპეციალისტთან ( ოტო–რინო–ლარინგოლოგთან).
საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ თავის ტვინის სისხლძარღვების დოპლერი ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!