მოგესალმებით,
ხერხემლის თიაქარი არის კუნთოვანი სისტემის დაავადება, რომელიც გამოწვეულია მალთაშუა დისკის პულპური ბირთვის დისლოცირებით და ფიბრიოზული რგოლის გარღვევით.
ხერხემლის თიაქარის კლინიკური გამოვლინებებია:
● დაზიანებული დისკის მიდამოში ლოკალიზებული ტკივილები, რომლებიც დატვირთვის დროს ძლიერდება;
● ტკივილი და მგრძნობელობის შემცირება ორივე ფეხში;
● ტკივილები, რომლებიც ვრცელდება ხელებსა და მხრებზე;
● თავბრუსხვევა;
● არტერიული წნევის ამაღლება;
● ხელის თითების გაბუჟება;
თიაქარი უმეტესად წელის არეში ვითარდება. მეორე ადგილზეა კისრის თიაქარი, უფრო იშვიათია გულმკერდის თიაქარი.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, მოგახსენებთ, რომ ცენტრში გვაქვს როგორც კომპიუტერული ტომოგრაფიის, ისე მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის კვლევები, თუმცა, თქვენს შემთხვევაში, რაკი საქმე ეხება ხერხემლის თიაქარს, ოქროს სტანდარტს წარმოადგენს მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა, რომელზეც კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში გვაქვს უპრეცედენტო ფასდაკლება, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
თუ ისარგებლებთ აღნიშნული აქციით, ექიმი–სპეციალისტი თავად მოგახსენებთ, მკურნალობის მეთოდი კონსერვატიული დაგჭირდებათ თუ ოპერაციული.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !