მოგესალმებით!
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, შესაძლოა საქმე გვქონდეს ხერხემლის სტენოზთან, სტენოზი ხერხემლის სვეტის შევიწროებაა, რომელიც ზურგის ტვინზე ან ნერვებზე ზეწოლას იწვევს. სპინალური სტენოზი, წესისამებრ, ასაკთან ერთად იჩენს თავს. ამას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის – ხერხემლის მალათაშუა დისკოების გამოშრობა, ფორმის შეცვლა და გამოდრეკა, ძვლებისა და იოგების გასქელება, ართრიტი, რომელიც შუახნის შემდეგ ხშირდება. სპინალური სტენოზის გამოწვევა ასევე შეუძლია პეჯეტის დაავადებას, ხერხემლის თანდაყოლილ დეფექტს ან წანაზარდს, დისკოს თიაქარს, ტრავმას, ხერხემლის სიმსივნეს, ხერხემლის ძვლების მოტეხილობას.
სტენოზის სიმპტომები ძალიან ნელა ხდება შესამჩნევი. მდგომარეობა თანდათან უარესდება. სიმპტომები უმეტესად ცალმხრივადაა გამოხატული, იშვიათად კი სხეულის ორივე მხარეს მოიცავს. სტენოზზე შესაძლოა მიუთითებდეს ზურგის, დუნდულების, თეძოების, წვივების, კისრის, მკლავების დაბუჟება, კრუნჩხვა, ტკივილი ან კუნთოვანი სისუსტე.
სტენოზის სიმპტომები აღმოცენდება ან მძიმდება დგომისა და სიარულის დროს, დაჯდომის ან დახრის შემთხვევაში კი ხშირად სუსტდება ან ქრება. სტენოზის დროს ადამიანთა უმეტესობას დიდხანს სიარული არ შეუძლია.
ფეხის აწევისას ტკივილის გაძლიერება შესაძლოა ნერვულ ფესვზე ზეწოლაზე მიუთითებდეს, მით უმეტეს, თუ პაციენტი ცალი ფეხის დაბუჟებასა და ჩხვლეტასაც უჩივის.
დიაგნოზის დასასმელად საჭიროა, ნევროლოგიური შეფასება, მაგალითად, მგრძნობელობის შესაფასებლად.
ასევე მიმართავენ ელექტრომიოგრაფიას, ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსულ და კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რენტგენოგრაფიას.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, სადაც მიმდინარეობს აქცია, რომელიც გულისხმობს ნევროლოგის უფასო კონსულტაციას ყოველ პარასკევს, ექიმი-სპეციალისტი ობიექტური შეფასების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას.
ვიზიტისას, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა ოთხ წელზე მეტია მაწუხებს მოჭიმულობა ფეხების მუხლებიდან და წელის აგრეთვე. ტომოგრაფია მხოლოდ ნახევარ წელზე გავიკეთე სრულად არ მაქვს გაკეთებული იქნებ მირჩიოთ რა ვქნა?
პასუხი: