კარდიის უკმარისობა

კითხვა: 2 წელია ნაღვლის წვენი ამომდის კუჭში.მაქვს საშინელი პირის სიმწარე, ღებინების შეგრძნება.მაქვს ნაღვლის ბუშტის დისკონეზია ნაკეცი ყელის არეში.შეიძლება ეს კველაფერი ნაღვლის ბუშტის ბრალი იყოს.რეფლუქს გასტრიტი?
პასუხი:

მოგესალმებით, 

დისტანციურად რა თქმა უნდა შეუძლებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა, თუმცა თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს კარდიის უკმარისობასთან, რომელზეც მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. 

საყლაპავის ბოლოში არსებული კარდიული სფინქტერი ერთმანეთისგან ყოფს კუჭსა და საყლაპავ მილს, რათა საყლაპავი მილიდან ჰაერი კუჭში არ გადავიდეს, ხოლო კუჭის შიგთავსი საყლაპავში არ  მოხვდეს. რეფლუქსეზოფაგიტის დროს ყალიბდება კარდიის სარქვლის უკმარისობა, რის გამოც სფინქტერი ვერ ხურავს ხვრელს და კუჭის შიგთავსი საყლაპავში გადადის. ეს არის რეფლუქსი, რაც საყლაპავის ქვედა მესამედის გაღიზიანებას და ანთებით ცვლილებებს იწვევს. 

გასტრიტი არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები. 

გასტრიტის სახეობებია:

● ზედაპირული გასტრიტი (მიმდინარეობს მხოლოდ ლორწოვანი გარსის ანთება); 

● ეროზიული გასტრიტი (აღინიშნება ლორწოვანი გარსის ეროზია);

● ატროფიული გასტრიტი (აღინიშნება ლორწოვანი გარსის შემცირება); 

●  ფლეგმონური გასტრიტი (კუჭის წყლულის ან კიბოს გართულება, ანთებით პროცესში ჩათრეულია კუჭის ყველა ფენა).  

 დაავადება წარმოიშობა კუჭის შიდა კედლის გარსის ანთების  და ბაქტერიის Helicobacter pilori-ის გააქტიურების  შედეგად. 

როგორც აღნიშნავთ გაქვთ ნაღვლის ბუშტის დისკინეზია, მისი  ხელისშემწყობი ფაქტორებია ფსიქოემოციური მდგომარეობა, ჰორმონული დისბალანსი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ახლომდებარე ორგანოების პათოლოგიები, მაგალითად, გასტრიტი, გასტროდუოდენიტი, დუოდენიტი ან მემკვიდრეობითი ფაქტორები.

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია: რაციონალური კვების რეჟიმის დაცვა, მოწევასა და ალკოჰოლურ სასმელებზე უარის თქმა, მუცლის ღრუს დაავადებების დროული გამოკვლევა.   სპეციალისტის აზრის მოსასმენად და  მკურნალობის მეთოდის დაგეგმარებისათვის, ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ გასტროენტეროლოგს.  

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ სრულ გასტროსკოპიულ კვლევას, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili-- 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა