მოგესალმებით,
აღნიშნული კითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, ამიტომ გიპასუხებთ ანალოგიურად, რომ ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია - ნევროლოგიურ დაავადებას წარმოადგენს, რომელიც ხასიათდება ინტრაკრანიალურად წნვის მომატებით. მისი მიზეზი შეიძლება იყოს სიმსივნე ან სხვა დაავადება. უმრავლეს შემთხვევაში კი იდიოპათიურია (ანუ მიზეზი უცნობია).
ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის სიმპტომებია:
● თავის ტკივილი;
● გულისრევა;
● პულსირებადი ტინიტუსი (პულსაციის შეგრძნება ყურში);
● ხედვის გაორება და სხვა ვიზუალური სიმპტომები.
თუ ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის მკურნალობა არ მოხდა, შეიძლება გამოიწვიოს ოპტიკური დისკის შეშუპება, საბოლოოდ კი მხედველობის დაკარგვა.
ინტრაკრანიალური წნევის დიაგნოზი ისმევა კომპიუტერული ტომოგრაფიით (გამოირიცხება სხვა მიზეზები) და ლუმბალური პუნქტურით (პუნქცია წელის მალებს შორის).
მკურნალობის მთავარ მიზანს წარმოადგენს მხედველობის გაუარესების პრევენცია.
მკურნალობის ძირითადი მექანიზმია თავ-ზურგ-ტვინის სითხის ოდენობის შემცირება, წონაში კლება, ხოლო ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
უშუალოდ ცერებროსპინალური სითხის წნევის გაზომვა შეიძლება მხოლოდ ქირურგიული მანიპულაციის - ლუმბალური ან პარკუჭთაშიგა პუნქციის დროს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგინიშნავთ შესაბამის, ინდივიდუალურ მკურნალობას.
თუ საჭირო გახდება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევა, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15963/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-kvleva--magnitur-rezonansul-tomografze
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !