მოგესალმებით,
ჰისტეროსკოპია წარმოადგენს ნაკლებად ინვაზიურ პროცედურას, რომლის დროსაც სპეციალური ენდოსკოპით საშვილოსნოს ყელის გავლით ექიმი შედის საშვილოსნოს ღრუში და ათვალიერებს მის კედლებს. პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში ხდება შესაბამისი ქირურგიული ჩარევა.
ჰისტეროსკოპის სპეციალური არხის საშუალებით შესაძლებელია საშვილოსნოს ღრუში შესაბამისი ინსტრუმენტების შეყვანა და ისეთი მანიპულაციების წარმოება როგორიცაა:
- ენდომეტრიუმის პოლიპის ამოკვეთა;
- არსებული შეხორცებებისა და ძგიდის გაკვეთა;
- სუბმუკოზური კვანძის მოკვეთა და სხვა.
ჰისტეროსკოპიამ შესაძლოა ხელი შეუწყოს დაორსულებას, თუ საშვილოსნოს პათოლოგიების მოცილება მოხდება ამ მეთოდით. თუმცა, პირდაპირი ჩვენება საკეისრო კვეთისთვის ჰისტეროსკოპია ვერ იქნება.
უმჯობესია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება სთხოვოთ თქვენს გინეკოლოგს.
ხოლო, თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ კონსულტაციაზე.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!