ჰიპერტენზია - კარდიოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, ვარ 37 წლის თუმცა ბოლო პერიოდია ვუჩივი წნევის მატებას, თითქმის ყოველთვის წნევა მაქვს 130/100 წნევის დამწევი პრეპარატის მიღების შემდეგ გულის წნევს დაწევას ვერ ვახერხებ 95 ნიშნულის ქვევით (თუმცა თავის წნევა მიწევს და შესაძლებელია წნევა მქონდეს 110/98-ზე). გაკეთებული მაქვს ღვიძლის ფუქცია, კრეა ტინინის ანალიზი, ლიპიდების სპექტრი და არაფერი ცვლილება მაქვს აღნიშნულ ანალიზებში. იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ რა გავაკეთო. მადლობა წინასწარ.
პასუხი:


მოგესალმებით,
თქვენი წნევის მაჩვენებლთა მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თქვენ გაქვთ არტერიული ჰიპერტენზია.
განასხვავებენ ორი ტიპის ჰიპერტენზიას – პირველადს და მეორეულს. პირველ შემთხვევაში დაავადების მიზეზი დაუდგენელია, მეორეული ჰიპერტენზია კი ეწოდება არტერიული წნევის ისეთ მატებას, რომელიც სხვა ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადების შედეგია. ამ დროს ძირითადი დაავადების მკურნალობის გარეშე წნევის მაჩვენებლები ვერ დარეგულირდება.
დღესდღეობით ჰიპერტენზიის სამკურნალო არაერთი მედიკამენტი არსებობს, მაგრამ იმის განსაზღვრა, რომელი წამალი გჭირდებათ, შესაბამისი სპეციალისტის პრეროგატივაა.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ კარდიოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
კვლევის შემდეგ, გვექნება შესაძლებლობა, რომ დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობა.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა