ჰიპერპროლაქტინემია

კითხვა: მოგესალმებით...მაინტერესებს რამდეენად საშიშია პროლაქტინი მაქვს ცოტა მომატებული
პასუხი:

მოგესალმებით, პროლაქტინის ნორმა ასაკისა და სქესის მიხედვით განსხვავებულია, მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას პროლაქტინის შესახებ. ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის მოწესრიგებული ჰორმონული ფონი აუცილებელია. პროლაქტინი იმ ჰორმონთაგანია, რომლებიც ქალის შვილოსნობის ფუნქციაზე უშუალო გავლენას ახდენს. სისხლში მისი შემცველობის მატებას ამ ფუნქციის დარღვევამდე მივყავართ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, უშვილობის პრობლემის მქონე ქალისთვის პირველი რიგის კვლევა სისხლში პროლაქტინის კონცენტრაციის განსაზღვრა უნდა იყოს. პროლაქტინომით გამოწვეული ჰიპერპროლაქტინემიის სამკურნალოდ იყენებენ დოფამინის აგონისტებს – ბრომოკრიპტინსა და კაბერგოლინს, რომლებიც ხელს უწყობენ დოფამინის წარმოქმნას, დოფამინი კი, თავის მხრივ, პროლაქტინის სეკრეციას აფერხებს. ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რათა შეკრიბოს სრული ანამნეზი, ობიექტურად შეაფასოს თქვენი მდგომარეობა და დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობა. თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, თან იქონიეთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა