მოგესალმებით,
დასაზუსტებელია, ზოგადად დღის განმავლობაში აღგენიშნებათ სხეულის მხოლოდ ცალ მხარეს ჭარბოფლიანობა, თუ მარცხენა მხარეს წოლის დროს?
თავად ხომ არ უკავშირებთ ამ შემთხვევას რამეს?
ზოგადად, ჩვეულებრივ პირობებში, ადამიანი გამოყოფს დაახლოებით ნახევარ ლიტრ ოფლს.
მაღალი ტემპერატურის, ფიზიკური დატვირთვის, ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში ათჯერ მეტსაც. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. დისკომფორს იწვევს ჭარბოფლიანობა ანუ ჰიპერჰიდროზი.
განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ჰიპერჰიდროზს:
ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს ორგანიზმს გადახურებისაგან. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს: ემოციური განცდებით, ტკივილით, საკვებით. ჰაერით და ა.შ.
პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) – ეს არის არაადეკვატური ოფლდენა, რომელიც ერთჯერადი ფაქტორებით არაა განპირობებული.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც აუცილებად დაგეხმარებათ მკურნალობის მეთოდის შერჩევაში, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !