კითხვა: გამარჯობა იცით რა მაინტერესებს ბუასილი თუ შეიძლება გაჩნდეს ხშირი ფეხით მოძრაობისას დღის განმავლობაში სულ ფეხით დავდივარ თან ვმკურნალობ მაგრამ უფრო და უფრო მირთულდება საშინელი და ტკივილები მაქვს
პასუხი:

მოგესალმებით,
ბუასილი, ანუ ჰემოროიდი სწორი ნაწლავის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
არსებობს ბუასილის გამომწვევი ბევრი რისკ–ფაქტორი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ზუსტი მიზეზი უცნობია.
შეიძლება წარმოდგენილი იყოს სწორ ნაწლავში (შიდა ბუასილი) ან განვითარდეს ანუსის გარშემო კანქვეშ (გარე ბუასილი).
როგორც წესი ჰემოროიდის სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული თუ სად მდებარეობს.
ზოგადად, ფეხით სიარული აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, რაც მნიშვნელოვანია, რათა ვენებში არ მოხდეს სისხლის შეგუბება, შესაბამისად, სიარული ბუასილის მაპროვოცირებელი ვერ იქნება.
მკურნალობის დანიშვნის ან რჩევის მოცემის მიზნით , პირველ რიგში აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა, ვინაიდან შეიძლება გვეგონოს ბუასილი და იყოს მასთან ერთად ან მის გარეშე ნაპრალი, ხოლო ზეპირად დანიშნულმა ანალურმა სანთლებმა უფრო მეტი გაღიძიანება და წვა გამოიწვიოს.
შესაბამისად, მედიკამენტებს ვერ დაგინიშნავთ და ერთადერთი, რაც შეგვიძლია გირჩიოთ, არის ის რომ, დეფეკაციის შემდგომ, დაიბანეთ ანალური ხვრელი ცივი ( არა გაყინული ) წყლით.
აუცილებლად უნდა მოიწესრიგოთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება, ბუასილის სიმპტომების პროვოცირება შეუძლია შეკრულობას, სიმძიმეების აწევას, ალკოჰოლსა და ცხარე საკვების მიღებას.
ბუასილის გამწვავება შესაძლებელია მოჰყვეს ფაღარათსაც.
რასაკვირველია, ისევე როგორც ნებისმიერი დავადების შემთხვევაში, ბუასილის დროსაც სრულფასოვანი მკურნალობის დასანიშნად აუცილებელია ვიზიტი სპეციალისტთან – პროქტოლოგთან.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, პროქტოლოგთან უფასო კონსულტაციზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა