ჰემატემეზი ( დამატებითი პასუხი) - გასტროენტეროლოგია

კითხვა: ეგენი გადავიღე და განახებთ პასუხს, თქვენი რჩევა მინდაა.
პასუხი:

როგორც თავადაც მოგეხსენებათ, თქვენი კვლევის შედეგად გამოვლინდა შემდეგი პათოლოგიები:

  • საყლაპავის ხვრელის თიაქარი;
  • ეროზიული ეზოფაგიტი;
  • გასტრო–დუოდენიტი.

სამივე მათგანი წარმოადგენს გასტროენტეროლოგიურ პათოლოგიას, რომელსაც ესაჭიროება ადეკვატური და დროული მკურნალობა.
თქვენს შემთხვევაში, ასეთ მდგომარეობაში აუცილებელია, თავი აარიდოთ ალკოჰოლს!
მიმართეთ ისევ თქვენს მკურნალ ექიმს, ჩააყენეთ მკურნალობის მიმდინარეობის საქმის კურსში, რათა მან შეიტანოს ცვლილებები დანიშნულებაში.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან.
სხვა შემთხვევაში, მიმოწერის რეჟიმში დაავადების მართვა და რეკომენდაციის მოცემა შეუძლებელი და გაუმართლებელია.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა