ჰემანგიომა - ქირურგია

კითხვა: შეიძლება თუ არა ჰემანგიომა იყოს ლიპომის წარმოშობის მიზეზი? და თუ ეს ასეა ჰემანგიომის მოშორება საკმარისია თუ ლიპომაც უნდა მოიკვეთოს? ან პირიქით ლიპომას მოკვეთისას მოვიშოროთ ჰემანგიომაც. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ჰემანგიომა არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომელსაც საფუძვლად უდევს სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალური განვითარება.
მიკროსკოპულად ჰემანგიომა შედგება კაპილარული ტიპის მცირე ზომის სისხლძარღვოვანი არხებისგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია შემაერთებელი ქსოვილით. კაპილარები გამოფენილია ენდოთელური უჯრედების ერთი შრით.
ლიპომა კი, ცხიმოვანი ქსოვილისგან შემდგარი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც უმეტესად კანში, კანქვეშ, კუნთებს შორის ლოკალიზდება და წარმოადგენს რბილი კონსისტენციის, უმეტესად მოძრავ კანქვეშა წარმონაქმნს.
შესაბამისად, ჰემანგიომა ლიპომის წარმოშობის მიზეზი ვერ იქნება.
უმჯობესია მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება მდგომარეობა და შევძლებთ უფრო ამომწურავად მოგაწოდოთ ინფორმაცია.
უფასო კონსულტაცია ტარდება ყოველ ხუთშაბათს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა