ჰემანგიომა მოზრდილებში - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა, მოზრდილებში რა იწვევს ჰემანგიომას?
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს, ჰემანგიომა არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომელსაც საფუძვლად უდევს სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალური განვითარება და ის შესაძლოა გამოვლინდეს ადამიანის სხეულის სხვადასხვა მიდამოებში .
რაც შეეხება მოზარდობის ასაკში მის გამოვლენას, მიზეზები ზუსტად ცნობილი არაა ,თუმცა ცნობილია რა უწყობს ხელს მის განვითარებას . მაგალითად კანის ჰემანგიომის დროს მნიშვნელოვანია :
● შინაგანი ორგანოების დაავადებები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლძარღვების ფუნქციონირების დარღვევას;
● გენეტიკური მიდრეკილება;
● ტანსაცმლის მიერ კანის ხშირი გაღიზიანება ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება.
არსებობს რამოდენიმე ტიპის ჰემანგიომა, მკუნალობისათვის კი, აუცილებელია მოხდეს მათი დიფერენცირება.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება მდგომარეობა და მოგცემათ შესაბამის მკურნალობაზე რეკომენდაცია.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/26 

სხვა დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა