კითხვა: გამარჯობა 63 წლის მამაკაცს აქვს თავის ტკივილები . 2 წლის წინ ჰქონდა ჰაიმორიტი, გადაღებული აქვს ტომოგრაფია და მასზე დაყრდნობით დაენიშნა მკურნალობა. ჩაიტარა გამორეცხვები 9 საავადმყოფოში. ეხლა ჰქონდა ვირუსი ერთი კვირაა და წამლის მიღებისას დაემარტა ალერგია რის შედეგადაც მოვხვდით საავადმყოფოში. გაუკეთდა გადასხმები კურნალობის კურსიც ჩაიტარა და დაეწყო თავის ტკივილები. რას მირჩევთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ჰაიმორიტი - ჰაიმორის ღრუების ლორწოვანი გარსის ანთებაა და არსებობს ორი ფორმის:

  • მწვავე;
  • ქრონიკული.

ჰაიმორიტისათვის დამახასიათებელია თავის ტკივილი, რომელიც ძლიერდება ხველის ან თავის დახრის დროს.
ჰაიმორიტის მკურნალობა ნიშნავს ჰაიმორის წიაღებიდან ჩირქის მოცილებას. ამისათვის საჭიროა წიაღის კედლების გაკაჟება და სინუსური ღრუს გამორეცხვა ჰაიმოროტომიით, რომლის საჭიროებაც აუცილებლად ექიმის გადასაწყვეტია.
ამ შემთხვევაში აუცილებელია, პაციენტს ჩაუტარდეს განმეორებითი რენტგენოლოგიური კვლევა წიაღებზე, ხოლო თუ გამოირიცხება ჰაიმორიტის ქრონიკული ფორმა, მკურნალობაში უნდა ჩართოთ ალერგოლოგი.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ხოლო თუ გსურთ სხვა მაღალკვალიფიცური სპეციალისტის მოსაზრების მოსმენა, პაციენტს შეუძლია, მომართოს ჩვენს კლინიკას.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა