ღვიძლის ფიბროზი, ციროზი

კითხვა: ღვიძლის ფიბროზის მეოთხე სტადია 18.8 მეტავირით ცეროზია? რამდენად საგანგაშო მდგომარეობაა
პასუხი:

მოგესალმებით,
ღვიძლის ფიბროზი არ არის დამოუკიდებელი დაავადება, ის ღვიძლის ანთებითი პროცესით გამოწვეული ცვლილებების შედეგია. ქრონიკული ანთებით განპირობებული პათოლოგიური პროცესების შედეგად, ღვიძლის ქსოვილში ხდება დიდი რაოდენობით კოლაგენის (და სხვა ცილების) პროდუცირება და ჩალაგება.
ღვიძლის ციროზი კი, ქრონიკული ჰეპატიტის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა, იგი ხასიათდება ღვიძლის სტრუქტურის პროგრესირებადი დარღვევით, რეგენერაციული უბნების (კვანძების) წარმოქმნით, ღვიძლის ძირითადი ფუნქციების (სინთეზური, დეზინტოქსიკაციური) და პორტული ჰემოდინამიკის დარღვევით.
ღვიძლის დაავადებების და მათი გართულების მნიშვნელოვანი გამომწვევია C ჰეპატიტის ვირუსი.
თქვენი გამოკვლევის მონაცემებიდან გამომდინარე , ახლა არის საკმაოდ საყურადღებო სიტუაცია, მოსალოდნელია ღვიძლის უკმარისობის განვითარება და სხვა თანმდევი , რიგი პათოლოგიები.
უფრო ზუსტი პროგნოზის გასაკეთებლად , აუცილებელია დამატებითი ლაბორატორიული კვლევები, როგორებიცაა B და C ჰეპატიტის განსაზღვრა, რისთვისაც უნდა მიმართოთ ჰეპატოლოგს ან გასტროენტეროლოგს.
ამ თვალსაზრისით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მოგემსახურებათ მაღალკვალიფიციური გასტროენტეროლოგი.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა