გენეტიკური თრომბოფილია

კითხვა: რას მეტყვით გენეტიკურ ტრომბოფილიაზე,რამდენად საშიშია,თუ იკურნება?ძალიან უცხოა და ამომწურავად ამიხსენით გთხოვთ
პასუხი:

მოგესალმებით!
შევეცდებით, დისტანციურად მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
მიუხედავად თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვანი მიღწევებისა, თრომბოზი და მასთან დაკავშირებული გართულებები კვლავ გლობალურ სამედიცინო-სოციალურ პრობლემად რჩება და მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობისა და ინვალიდიზაციის ძირითად მიზეზს წარმოადგენს.
მემკვიდრეობით თრომბოფილიას მედიცინა შედარებით ცოტა ხანია იცნობს. ბოლო დროს აღმოჩენილ იქნა მუტაციები, რომლებიც იწვევს თრომბოზებისადმი მიდრეკილებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს მუტაციები გადაეცემა მემკვიდრეობით.
ამის გათვალისწინებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თრომბოფილიის დროულ აღმოჩენას, რადგან მისი მკურნალობა რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. შესაძლოა, პაციენტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში დასჭირდეს სისხლის გამათხელებელი მედიკამენტების მიღება.
თრომბოფილია ჩვეულებრივ კოაგულოგრამაზე არ ჩანს.
მემკვიდრეობითი თრომბოფილიის დროს ხშირია ოჯახური შემთხვევები, როდესაც ოჯახში რამდენიმე ადამიანს – ბაბუას, მამას, შვილს – აქვს თრომბოზი. ასეთ დროს აუცილებლად უნდა ჩატარდეს მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა, რომელიც საქართველოში უკვე ორი წელია დანერგილია. მისი საშულებით შეგვიძლია დავადგინოთ, აქვს თუ არა პაციენტს მემკვიდრეობითი თრომბოფილია. მემკვიდრეობითი თრომბოფილიის აღმოჩენა მნიშვნელოვანია არა მარტო პაციენტისთვის, არამედ მთელი მისი შთამომავლობისთვის.
ჩვენი კლინიკა, "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ერთადერთი პოლიპროფილური კლინიკაა, რომელიც სრულ სამედიცინო მომსახურებას უწევს ჰემოფილიით დაავადებულებს.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში და გაიარეთ კონსულტაციები ექიმ–ჰემატოლოგ ეკა იმედაშვილთან და თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე გიპასუხებთ ამომწურავად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25 .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა