მოგესალმებით!
თუ ბავშვს კვირაში 2-ზე ნაკლები სიხშირით აქვს კუჭის მოქმედება ან განავლოვანი მასები მაგარია, მშრალი და მცირე ზომისა, ხოლო დეფეკაციის აქტი – მტკივნეული, მაშასადამე, თქვენს პატარას ნამდვილად ყაბზობა აქვს. საბედნიეროდ, ბავშვთა შეკრულობა უმეტესად ცოტა ხანს გრძელდება თუმცა , უყურადღებობის შემთხვევაში მასაც შეუძლია სერიოზული გართულებების გამოწვევა, მათ შორის – ისეთების, როგორებიცაა ფეკალური საცობი, ყითის ნახეთქი და სწორი ნაწლავის პროლაფსი.
ფეკალური საცობი მაშინ წარმოიშობა, როცა მკვრივი განავლოვანი მასები ისე მჭიდროდ ლაგდება სწორ ნაწლავში, რომ ნორმალური ჭინთვითი მოქმედება საკმარისი აღარ არის მსხვილი ნაწლავის დასაცლელად.
შეკრულობისას საკმაოდ ხშირია მუცლის ტკივილი და შებერილობაც. თუ ბავშვს რამდენიმე დღეა არ ჰქონია კუჭის მოქმედება, შესაძლოა, სწორ ნაწლავში დაგროვდეს განავლოვანი მასა და წარმოიქმნას განავლოვანი საცობი, რის შემდეგაც მისი ნაწილი გარეთ გამოდის თხევადი სახით , მშობლებს ეს სიმპტომი ხშირად დიარეაში ერევათ, მაშინ როცა ბავშვს რეალურად ყაბზობა აწუხებს. გარდა ამისა, განავლოვანი მასებით გადაბერილი ნაწლავები შესაძლოა შარდის ბუშტს მიაწვეს და დღის ან ღამის შარდის შეუკავებლობაც კი გამოიწვიოს.
როგორც აღნიშნეთ, ხშირი პაციენტი ბრძანდებით ჩვენი. ჩვენთვისაც სასიამოვნოა, რომ გვენდობიან, მაგრამ თუ დააკვირდებით, ბავშვს უკვე საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს, დიაგნოზის დასმა დისტანციურად არ ხდება, აუცილებელია მიმართოთ ექიმს, პედიატრს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ წინა შეტყობინებებში მოწერილი ჩვენი რეკომენდაციებიც და მიიყვანოთ ბავშვი პედიატრთან, რათა კიდევ უფრო მეტად არ დაუმძიმდეს მდგომარება და არ გამოიწვიოს დამატებითი პრობლემები.
შეგახსენებთ, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს, ამიტომ მიმართეთ ასაკობრივ კლინიკას, სადაც პატარას გაუწევენ შესაბამის დახმარებას და დროულად დაუნიშნავენ მკურნალობას.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: დიდი მადლობა რომ პასუხობთ ჩემს შეკითხვებს ამომწურავად.ძალიან მიხარია.ახლა.ახალი კითხვით გიერთდებით :( ბავშვი თითკმის ერთი თვეა კუჭში გასვლის დროს ტირის ხშირად აქვს ხოლმე შეკრულობა მაგრამ შეკრულიც რომ არ იყოს მაინც ტირის ხოლმე დეფეკაციისას.ვაჭმევ ჰიპის რძეს დილით ღამით.მერე ჭამს ფაფას და მესამეს სუპს.ხილს დიდად არ ჭამს ზოგჯერ ჰიპის ქლიავის ძილფაფას ვაძლევ ხოლმე.მიიღო ანტიბიოტიკები ბოლო თვენახევრის განმავლობაში ორჯერ თითო თითო კვირა ბიმაქსი და ბაქტრიმი.როგორ მოვიქცე რა რჩევას მომცემდით?
პასუხი: