მოგესალმებით,სავარაუდოდ საუბარი გაქვთ "იმუნოგლობულინი ანტირეზუსი (იმუნორჰო)"–ზე, როდესაც პაციენტს გააჩნია ანტისხეულები IgA წინააღმდეგ .
ინექციის შემდეგ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ 20 წუთის განმავლობაში .
ალერგიული ან ანაფილაქსიური რეაქციის განვითარებისას პრეპარატის ინექცია სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. ამიტომ დამოუკიდებლად და ექიმის რეკომენდაციის გარეშე ნუ დაინიშნავთ ინექციას. რაც შეეხება განმეორებით საკეისროს, საკეისრო კვეთის შემდეგ განმეორებით ორსულობა თანამედროვე გაიდლაინებით რეკომენდირებულია 2 წლის შემდეგ, მაგრამ არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ეს დადგენილი ვადა ირღვევა და ქალები სრულიად ნორმალურად მშობიარობენ, თუმცა მიდგომა ინდივიდუალური გახლავთ – ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ნაკერის მდგომარეობას, ორსულობის მიმდინარეობას, საშვილოსნოს კუნთოვანი სისტემის მდგომარეობას და ა. შ. ასე, რომ ეს საკითხი გინეკოლოგთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციას ხუთშაბათსა და შაბათს.
აქცია ტარდება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა "ახალ სიცოცხლეში ", სადაც მოგემსახურებიან კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც შეაფასებენ თქვენს მდგომარეობას და დაგეხმარებიან ორსულობის შემდგომი პერიოდის მართვაში.
კონსულტაციაზე ჩაწერა წინასწარ აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25 .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობათ ერთი შეკითხვა მაქვს მყავს სამი ბავშვი სამივე საკეისროთი გაჩენილი ვარ რეზუს უარყოფითი და ნევსი არ გამიკეთებია არცერთ ბავშვზე რაღაც სპეციალური ნევსი რო არის რეზუს უარყოფითები იკეთებენ.მეოთხე რო გავაჩინო რამე სერიოზული პრობლემა შემექმნება ან მე ან პატარას?ძალიან გთხოვთ ამიხსენით მაინტერესებს ძალიან და რამდენი ხანი არის საჭირო მეოთხე საკეისრო რო დაგეგმო პატარა წლინახევრის არის.წინასწარ დიდი მადლობა
პასუხი: