გამონაზარდი მუხლზე - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა,46 წლის ქალს რომელსაც ჩაუტარდა ჰისტერექტომია ფიბრომის გამო( ბიოფსიამ არ აჩვენა ავთვისებიანი კიბოს ნიშნები) ფეხზე მუხლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოუვიდა გამონაზარდი,მოვარდისფრო მოთეთრო,ხელით გარშემო სიმაგრე ისინჯება,შეხებისას ტკივა და ხანდახან უეცრად გრძნობს დენის დარტყმის მსგავს შეგრ ძნებას, რა შეიძლება იყოს ეს და რა სახის სპეციალისტს უნდა მივმართოთ თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ,მადლობას გიხდით და კარგ დღეს გისურვებთ
პასუხი:


მოგესალმებით,
დისტანიურად დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა შესაძლოა, თქვენს მიერ ნახსენები გამონაზარდი მდებარეობს ნერვთან ახლოს, რაც ახსნის მისი შეხებისას მტკივნეულობას.
სასურველია, მიმართოთ ქირურგს, ხოლო საჭიროებისამებრ განისაზღვრება ანგიოლოგის ჩართულობის საჭიროებაც.
შესაძლოა, დიაგნოსტირებისათვის პაციენტს დასჭირდეს ექოსკოპია ( წარმონაქმნის სიღრმის ან მასში სითხის არსებობის გასარკვევად) და მასალის ლაბორატორიული კვლევა.
წინა შეტყობინებაში გვწერდით, რომ ბრძანდებით საზღვარგარეთ. შესაბამისად, მიმართეთ იმ ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებას სადაც ამჟამად იმყოფებით.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა