მოგესალმებით,
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი მსხვილი ნაწლავის ფუნქციურ მოშლილობათა კომპლექსია. ეს არის ნაწლავთა მამოძრავებელი აქტივობის ფუნქციური მოშლილობა.
შესაბამისად, შესაძლოა თქვენი ჩივილები უკავშირდებოდეს აღნიშნულ პათოლოგიას.
მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სათანადო დიეტის შერჩევას. რეკომენდებულია უჯრედისით მდიდარი საკვები. მედიკამენტების მიღებას მაქსიმალურად უნდა ვარიდოთ თავი (გარდა აუცილებელი შემთხვევებისა). ტკივილის შემთხვევაში ინიშნება სპაზმოლიზური პრეპარატები, საჭიროებისამებრ - ცენტრალური ნერვული სისტემის მარეგულირებელი საშუალებებიც. მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპიაც. კომპლექსურად გასტროენტეროლოგის და ნევროლოგის ერთობლივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოთ, სანამ არ ალაგდება პროცესი.
მიმართეთ თქვენს ექიმს და ჩააყენეთ მკურნალობის მიმდინარეობის საქმის კურსში.
თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის ექიმ–სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ მასთან კონსულტაციაზე. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის მეთოდის დაგეგმვაში ჩაერთვება ნევროლოგი.
ასევე, საჭიროებისამებრ შეგვიძლია, რომ შემოგთავაზოთ კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები სააქციო ფასდაკლებებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/24
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!