ტკივილი კეფის არეში

კითხვა: ფიზიკური დატვირთვის დროს 5 დღის წინ, კეფის მარჯვენა მხარეს ვიგრძენი მწვავე წუთიერი ტკივილი, შემდეგ გამიარა და დამრჩა ყრუ ტკივილები, დღეს ისევ დამარტყა ტკივილმა კეფის არეში, ფეთქვის მაგვარი ტკივილი მაქვს რა ვუშველო?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ , რომ საქმე შესაძლოა ეხებოდეს ოსტეოქონდროზს, რომელიც ხერხემლის დისტროფიული დაავადებაა. ყველაზე ადრე მალთაშუა დისკები ზიანდება და დეფორმირდება, განსაკუთრებით სათუთია ხერხემლის კისრის ნაწილი, რადგან, სწორედ აქ მდებარეობს საძილე და ხერხემლის არტერიები, რომლებიც თავის ტვინს სისხლით ამარაგებს.
ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულების ბრალია. კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.
ოსტეოქონდროზის გარდა, კეფის ტკივილის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
● ხერხემლის კისრის მიდამოს დაავადებები (სპონდილიტი, ხერხემლის კისრის მიდამოს მალათაშუა ანატომიური წარმონაქმნების ქვეამოვარდნილობები, ტრავმის დროს დაჭიმვა) ;
● კისრის სპონდილოზი;
● კისრის მიდამოს მიოგელოზი.
თქვენს შემთხვევაში დისტანციურად ვერ გეტყვით, თუ რისგანაა გამოწვეული ტკივილი, ამიტომ უმჯობესია მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, ექიმი შეაფასებს მდგომარეობას და გაგცემთ კორექტულ პასუხს მკურნალობის მეთოდის შესახებ.
ნევროლოგთან უფასო კონსულტაციის დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა