კითხვა: ჩემს 9 წლის ბავშვს აღარ გადასდის ჩუჩა ,გვყავდა უროლოგთან და გვითხრა რომ ოპერაციაა საჭირო. სადაზღვეოდან ოპერაციის დაფინანსებაზე უარი მივიღეთ:- გვითხრეს რომ ფიმოზი გენეტიკური და თანდაყოლილი დაავადებააო.( თუმცა ბავშვს ეს პრობლემა პატარა ასაკში არ ქონია) მაინტერესბს მიზეზი რამდენად რეალურია.
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს მსგავს შეკითხვაზე.
დიახ, პენისის მოკლე ლაგამი – ფიმოზი თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტია.
შეძენილი ფიმოზის შემთხვევაში, ზრდის პროცესში, ზოგჯერ თავს იჩენს ერთგვარი შეუსაბამობა სასქესო ასოსა და ჩუჩის განვითარებას შორის - ჩუჩა ზომით ჩამორჩება ასოს თავს. მისი სანათური იმდენად მცირეა, რომ სრულად გადაწევა ვერ ხერხდება.
კატეგორიულად მიუღებელია ჩუჩის ძალადობრივი გადაწევა! შესაძლებელია, შედეგად გამოიწვიოთ ლაგამის დაზიანება, განვითარდეს ნაწიბურები და ა.შ.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში უროლოგს.

„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა