კითხვა: ავადმყოფს აქვს ფილტვების ანთება.მკურნალობს 2 კვირაა.მაგრამ მაინც აქვს სისუსტე და მოთენთილობა.სიცხეები აგარ აქვს.არის თუ არა ეს მდგომარეობა მკურნალობიდან 2 კვირის შემდეგ
პასუხი:
მოგესალმებით,
ფილტვების ანთება, იგივე პნევმონია - ფილტვის ქსოვილის მწვავე ანთებაა.
სიმპომთა გამოვლინება, დამოკიდებულია ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობაზე ანუ იმუნიტეტზე.
პნევმონიას თან სდევს ცხელება, ხველა, გაძლიერებული ოფლიანობა, თავისა და კუნთების ტკივილი, ძლიერი მოთენთილობა და ა.შ.
შესაბამისად, დიახ შესაძლებელია, პაციენტს აღენიშნებოდეს თქვენს მიერ ჩამოთვლილი სიმპტომები, ვიდრე არ მოხდება სრული განკურნება და შემდეგ რეაბილიტაცია.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/43
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!