ფეხის შეშუპება

კითხვა: გამარჯობა, გამისივდა მარცხენა ფეხი და მაქვს ტკივილი,დისკომფორტი,სიმძიმე მუხლის ქვევით..და ეს რისი ბრალი უნდა იყოს და ვის უნდა მივმართო?ანგიოლოგს?
პასუხი:

მოგესალმებით,
ფეხების შეშუპება გამოწვეულია ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვებით ან ადგილობრივად, ფეხის დაზიანებული ქსოვილების ან სახსრების ანთებით.
ფეხის შეშუპების მრავალი მიზეზი აქვს, მაგალითად: ფეხზე დიდხანს დგომა ან ჯდომა, ტრავმული დაზიანება.
ზოგჯერ ფეხების შეშუპება სერიოზული დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს, მაგალითად გულის დაავადების ან სისხლძარღვში თრომბის წარმოქმნის.
როდესაც ფეხის შეშუპება ხდება უცნობი მიზეზის გამო, ან ახასიათებს აშკარად მისთვის უჩვეულო სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება ან ტკივილი გულის მიდამოში, დაუყოვნებლად აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციას, უშუალო ვიზიტისას, ექიმი–ანგიოლოგი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და ამის შემდეგ დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს.
უფასო საკონსულტაციო დღეა ორშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა