ფეხების ტკივილი

კითხვა: ჩემს 20 წლის ბიჭს აწუხებს ფეხები, მუხლის ჩაყოლებაზე, წინა მხარე, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ეწყება ტკივილი და დისკომფორტი, რისი ბრალი შეიძლება იყოს? ვის მოვმართო? გმადლობთ
პასუხი:


მოგესალმებით,
ფეხების ტკივილის ყველაზე გავრცელებული სახეობა კუნთების სპაზმია, იგივე კრამპი. ის, წესისამებრ, უხერხული მოძრაობის ან გადაღლის შემდეგ იჩენს თავს. სპაზმის მიზეზი შესაძლოა იყოს დეჰიდრატაცია, კალიუმის, ნატრიუმის, კალციუმის ან მაგნიუმის დეფიციტი.
კიდევ ერთი უსიამოვნო შედეგია მყესის ანთება – ტენდინიტი.
ფეხების ტკივილზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით სახსრების ტკივილს. მისი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ართრიტია – სახსრის ანთება, რომელსაც, თავის მხრივ, არაერთი მიზეზი აქვს.
ოსტეოართრიტის დროს სახსარში შემავალი ძვლების დაბოლოებებზე არსებული ხრტილოვანი ქსოვილი ცვდება ან სრულიად განილევა, რის შედეგადაც თავს იჩენს სახსრის ტკივილი და იზღუდება მოძრაობა.
რევმატოიდული ართრიტი იმუნური სისტემის გაუკუღმართებული რეაქციის შედეგია. ამ დროს ადამიანის იმუნური სისტემა თავისივე სახსრებს ესხმის თავს. ანთებითი რეაქციაც არ აყოვნებს: თავს იჩენს ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა, სახსრის ფუნქცია სუსტდება, ზოგჯერ სრულიად ქრება. რევმატოიდული ართრიტი უმეტესად მტევნებსა და ტერფებს აზიანებს, თანაც – ორივე მხარეს.
ოსტეოართროზის დროს სასახსრე ხრტილი დეგენერაციულ ცვლილებებს განიცდის, ხრტილოვანი ქსოვილი ცვდება და მცირე ზომის კიდურა წანაზარდები – ოსტეოფიტები უჩნდება. შედეგად ვიღებთ სახსრის დეფორმაციას, რომელსაც ხშირად რეაქტიული სინოვიტიც – სასახსრე სითხის ანთებაც – მოჰყვება.
კუნთოვანი ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს ფიბრომიალგია – შემაერთებელი და კუნთოვანი ქროვილის დაზიანებით მიმდინარე დაავადება. ამ დროს ანთებით პროცესში სახსარიც არის ჩართული.
ტკივილის გამომწვევ მიზეზს დისტანციურად ვერ გეტყვით, ეს შეუძლებელი და არაპროფესიულია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, შეფასდება პაციენტის მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში დაენიშნება კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, დაისმევა დიაგნოზი და ამის შემდეგ შეირჩევა შესაბამისი და ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდი.
საჭიროების შემთხვევაში ჩართული იქნება სხვა სპეციალისტი .
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა