ენდოპროთეზირება

კითხვა: გამარჯობა. 1) ჩაცემენტებული და ჩაუცემენტებელი რო გამიშიფროთ თუ შეიძლება,ვერ მივხვდი რა იგულისხმება... 2) ოპერაციის შემდგომ რამდენხანშია შესაძლებელი სიარული და უკუ ჩვენებები რა შეიძლება მოყვეს....
პასუხი:

გამარჯობა!
თქვენს წერილზე გიპასუხებთ პუნქტობრივად :
1. არსებობს ენდოპროთეზის ცემენტიანი და უცემენტო ტიპები, ცემენტიანი ენდოპროთეზი გამოიყენება, როცა ძვლის სიმტკიცე გაღარიბებულია, გასათვალისწინებელია შესაბამისად პაციენტის ასაკი, ოსტეოპოროზის, ართროზული ცვლილებების არსებობა, ტაბუხის ფოსოს სიმტკიცე ძირითადად გამოიყენება 70 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის ან როდესაც მოტეხილობის გამო და სხვა რიგი პრობლემების დროს უკუნაჩვენებია უცემენტო ენდოპროთეზირება. უცემენტო ენდოპროთეზირება გამოიყენება, როცა ძვლის ძვლოვანი ქსოვილი გაღარიბებული არ არის, და შესაძლებელია პროთეზის კომპონენტებთან ძვლოვანი ქსოვილის შეზრდა, უპირატესობა ენიჭება უცემენტო ტიპის ენდოპროთეზს შემდგომი ექპლუატაციის შედარებით ხანგრძლივი ვადებით და მობილობის უპირატესობით.
2. პაციენტი ოპერაციიდან მე–2 დღეს გადაადგილდება სპეციალური დამხმარე საშუალებით (ჭოჭინით) ენდოპროთეზირების შემდგომ რეკომენდებულია გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინება: არ შეიძლება ნაოპერაციევი კიდურის მოხრა 90გრადუსზე მეტით, შიგნით მოზიდვა, გარეთა როტაცია.
დამატებით ინფორმაციისთვის მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე . აქციის ფარგლებში აუცილებელია წინასწრი ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით ,გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა