ძილის აპნოე

კითხვა: გამარჯობა, მაქვს ძილის აპნოე, ვის მივმართო კონსულტაციისთვის? რომელ ექიმს? აპარატის ყიდვა დამჭირდება და საიდან შევიძინო?
პასუხი:

მოგესალმებით!
ძილის აპნოე არის ძილის დროს უნებლიედ სუნთქვის გაჩერება, რომელიც განპირობებულია სასუნთქი გზების ობსტრუქციით. ძილის აპნოეს ახასიათებს ხმაურიანი სუნთქვა, ღამით სუნთქვის გაჩერება რამდენიმე წამით და კვლავ სპონტანურად აღდგენა, ღამით გამოღვიძების ხშირი ეპიზოდები, პირის სიმშრალე, დილით თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, ძილიანობა დღის განმავლობაში.
რეკომენდებულია:

● წონაში დაკლება, რომელიც მკვეთრად აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას;

● რეგულარული ვარჯიში, უპირატესობა ენიჭება სიარულს ;

● რეკომენდებულია მუცელზე ან გვერდზე ძილი - ძილის ეს პოზა ამცირებს სასუნთქი გზების ობსტრუქციის განვითარებას;

● თამბაქოს აკრძალვა - მისი მოხმარება კიდევ უფრო აძლიერებს ძილის აპნოეს;

● ძილის წინ არ მიიღოთ ალკოჰოლი ან სედაციისთვის განკუთვნილი მედიკამენტები, რადგან ხელს უწყობენ სასუნთქი კუნთების რელაქსაციას.
აპნოეს გამომწვევი ერთ–ერთი მიზეზი ადენოიდების შეშუპებაა, რომლის დროსაც რეკომენდებულია ადენოტომია.
რაც შეეხება აპარატს, სავარაუდოდ საუბარი გაქვთ, სასუნთქ გზებში უწყვეტი დადებითი წნევის მიწოდების აპარატზე , სიპაპ თერაპიაზე . ამ მეთოდის საჭიროებისა და გამოყენების ნიუანსებთან დაკავშირებით,აჯობებს პირველ რიგში კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ოტო–რინოლარინგოლოგთან, უშუალო ვიზიტისას ჩაგიტარდებათ ცხვირის ღრუსა და წიაღების დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში დაგენიშნებათ დამატებითი გამოკვლევები, ამის შემდეგ კი ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმი, აუცილებლად დაგეხმარებათ პრობლემის დაძლევაში .
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშრიდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25 .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა