ძილიანობა

კითხვა: ექიმო.ამ ბოლო დროს დამჩემდა ძილიანობა.ყლაპვის დროს ყურში მაქვს ხმაურის შეგრძნება.რისი ბრალია რას მირჩევთ
პასუხი:

მოგესალმებით,

რთულია დისტანციურად განვსაზღვროთ, თუ რა იწვევს ამ სიმპტომს თქვენს შემთხვევაში, თუმცა ვეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.

ძილიანობა ძილის დარღვევაა, რომელსაც ახასიათებს ძილის მუდმივი ან პერიოდული სურვილი ძილისთვის შეუფერებელ დროს, იგი შესაძლოა სიმპტომიც იყოს - ენდოკრინული, ნერვული სისტემის, ნერვულ-ფსიქიკური დაავადებების, ნარკოლეფსიის, ძილის აპნოეს სინდრომისა, რკინადაფეციტური ანემიისა, ჰიპოტენზიისა, ჰიპოთირეოზისა, შაქრიანი დიაბეტის, თავის ტვინის ტრავმის.

ზოგიერთ სამკურნალო საშუალებას სედაციური გვერდითი ეფექტი აქვს. თუ ეს ნეგატიურად აისახება პაციენტის ცხოვრების წესზე, პრეპარატი უმჯობესია მოიხსნას ან შეიცვალოს მინიმალური გვერდითი ეფექტების მქონე ანალოგით.

სასურველია პირველ რიგში გაესინჯოთ ყელ–ყურის სპეციალისტს ,რომელიც ინსტრუმენტულად დათვალიერებს სმენის ორგანოს და დაადგენს იქ რაიმე ლოკალურ დაზიანებას ( გოგირდის საცობი,ოტიტი და სხვ.) , შემდეგში თუ ამ სფეროში არ აღმოჩნდა მიზეზი ,საჭირო იქნება გამოირიცხოს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები .

ჩვენს კლინიკაში მუშაობენ ორივე დარგის სპეციალისტები და იმავდროულად შეგვიძლია შემოგთავაზებთ კლინიკაში მიმდინარე აქცია, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა