დაბალი ჰემოგლობინი

კითხვა: გამარჯობა.მივარდება ხოლმე გემოგლობინი, ამოვიკვეთე საშვილოსნო, მეგონა ეს იყო მიზეზი, ეხლა ისევ ცუდად ვარ გემოგლობინი მაქვს დაბალი, ასევე მაქვს ფარისებრიც ამოკვეთილი შარშან, რა შეიძლება იყოს გემოგლობინის დავარდნის მიზეზი, ვის მივაკითხო, წინასწარ მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით!
სისხლში ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირებას, რის გამოც ორგანოებსა და ქსოვილებს სათანადო რაოდენობის ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება , ანემია ეწოდება.
განასხვავებენ რკინადეფიციტურ, ვიტამინ B12-დეფიციტურ, ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეულ, ჰემოლიზურ, პოსტჰემორაგიულ, აპლაზიურ ანემიებს.
მათ ბევრი საერთო კლინიკური ნიშანი აქვთ, მაგალითად: სისუსტე, კანის სიმშრალე, გულის ფრიალი, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, თავბრუსხვევა, მეხსიერების დაქვეითება, კიდურების გაცივება, თავის ტკივილი, თუმცა ხშირად დაავადება განსაზღვრულ ეტაპამდე უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შესაძლოა პროფილაქტიკურად ჩატარებული სისხლის საერთო ანალიზით გამოვლინდეს.
გარდა სიმპტომური მკურნალობისა, თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ კვალიფიციური სადიაგნოსტიკო და შემდეგ მიზანმიმართული, ეტიოტროპული თერაპია, რაც შესაძლებელია ჩვენს კლინიკაში, სადაც გვაქვს სისხლის დაავადებათა (ჰემატოლოგიის ) დეპარტამენტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდია.
მრავალპროფილური კლინიკის ფარგლებში არსებული მძლავრი და მასშტაბური ჰემატოლოგიური დეპარტამენტი, თავისი მრავალრიცხოვანი და პროფესიული კადრით, პრაქტიკულად ექსკლუზიურია თავისი შესაძლებლობების მიხედვით.
გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ჰემატოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ჩვენი მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, აუცილებლად დაგეხმარებათ პრობლების აღმოფხვრაში.
ექიმი ჰემატოლოგი ანამნეზის და დამატებითი კვლევების საფუძველზე დაგისვამთ დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა