კითხვა: 20 წლის გოგომ გაიხვრიტა ყური ორ ადგილას-თოფით. დაუჩირქდა მესამე დღეს.მოვხსენი საყურე და ფურაცილინით დავამუშავე მაგრამ სიცხე მისცა .შეშინებული ყურის ბიბილო ცოტა ჩაცხრა მაგრამ სიცხე მაინც აქვს.რომელიწამალი დააცლევინო?
პასუხი:
მოგესალმებით! დისტანციურად რაიმე რჩევის მოცემა არაკორექტულია. თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე საქმე ეხება ჭრილობის ინფექციას, დაჩირქებას. პირველ ეტაპზე , საჭიროა ექიმ–ქირურგის კონსულტაცია, რომელიც ობიექტურად შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. სპეციალისტი შესაძლოა შემოიფარგლოს ლოკალური მედიკამენტის გამოყენებით ან საჭირო შეიძლება გახდეს ანტიბიოტიკის მიღება. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!