მოგესალმებით!
ძილში ბავშვის კბილების კრაჭუნი, იგივეა რაც ბრუქსიზმი. მითი იმის შესახებ, რომ ეს მოვლენა ბავშვის ორგანიზმში ჭიების არსებობას უკავშირდება, დიდი ხანია გაქარწყლებულია - კბილებკრაჭუნა ბავშვებს შორისაც იმდენს ჰყავს ჭია, რამდენიც არაკრაჭუნა ბავშვებს.
ბრუქსიზმი შეიძლება უკავშირდებოდეს სტრესსა და ძილის დარღვევას, ასევე გენეტიკურ ფაქტორს. ასევე დადგენილია, რომ ეს პრობლემა ბიჭებს შორის უფრო გავრცელებულია, ვიდრე გოგონებს შორის.
ბრუქსიზმი დაავადება არ არის, არც დაავადების ნიშანი, მაგრამ სისტემატური ზეწოლა კბილებზე თანკბილვის დარღვევის რისკს ზრდის. შეიძლება, დაზიანდეს კბილის ემალი, რაც შემდგომში კარიესის გაჩენას შეუწყობს ხელს.
ბავშვთა სტომატოლოგს შეუძლია დაგიმზადოთ სპეციალური დამცავი გარსი, რომელსაც ძილის წინ კბილებზე მოარგებთ და ამით კბილებს ტრავმისგან დაიცავთ, თუმცა თუ ეჭვი გაქვთ ენტერობიოზზე ( მახვილა ჭია), რა თქმა უნდა, შეგიძლიათ პრევენციის მიზნით ჩაიტაროთ განმეორებითი ანალიზი განავალზე.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა.ჩემ შვილს 9 წლისას აქვს ღამით კბილების კრაჭუნი.ჭიაზე ვუმკურნალე მახვილა ჭია ჰქონდა 2 წლის წინ.მაგრამ ეს კრაჭუნი მაინც აქვს და რას მირჩევთ რომელ ექიმს მივმართო?საჭიროა კიდევ ჭიაზე გამოვიკვლიო?
პასუხი: