ბრონქიტი

კითხვა: გამარჯობა ვარ მეძუძური დედა ერთი კვირაა რაც სიცხეები მაქვს რენდგენზე უმნიშვნელო ანთებითი პროცესებია ექიმმა დამინიშნა დორამიცინი და გადასხმები.გადასხმების დროს აღარ მოუცია სიცხე .რაც გადასხმები დავამთავრე ისევ მომცა სიცხე.სიცხე ადის 38 -40 გრადუსამდე სიცხის დამწევს ვხმარობ ასევე პარაცეტამოლს.მირჩიეთ კიდევრა გავაკეთო რომ აღარ მქონდეს სიცხე და ასევე სისხლის საერთო გავაკეთე ანალიზები ნორმალურია
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ ბრონქიტზე, რომელიც ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება გახლავთ.
ბრონქიტი მრავალი სახისაა, გამოვყოფთ ორ ჯგუფს: მწვავე, რომელიც პირველადად აღმოცენებული მწვავე ანთებითი პროცესია და უმთავრესად ბავშვებში იჩენს თავს და ქრონიკული, რომელიც უპირატესად ზრდასრულ პირებს ემართებათ.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ და თქვენც გირჩევთ, თავი აარიდოთ უმართებულო თვითმკურნალობას, ვინაიდან შეიძლება ამან არასასურველი შედეგი გამოიღოს, სწორად დაგეგმილი და წარმართული მკურნალობა ქრონიკული ბრონქიტის გართულების ალბათობას საგრძნობლად ამცირებს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, პულმონოლოგთან კონსულტაციაზე, ვიზიტისას ექიმი გაგსინჯავთ ინსტრუმენტულად, შეაფასებს მდგომარეობას და დაგინიშნავთ შესაბამის და თქვენზე მორგებულ მკურნალობას.
გაცნობებთ, რომ კონსულტაციები ტარდება ოთხშაბათს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა